სუკი ცდილობს საბჭოთა სახელმწიფოს მეთაურის, იოსებ სტალინისა და ფაბრიკის მუშის გასაოცარი მსგავსება ბელადის ორეულის შესაქმნელად გამოიყენოს. მუშას სტალინის ჟესტიკულაციას, მანერებს, მეტყველებას ასწავლიან. ორეული როლს წარმატებით ასრულებს, მაგრამ დათქმული შეხვედრის წინა დღეს სტალინი კვდება. უფუნქციოდ დარჩენილი ორეული აღარავის აინტერესებს.