სამ ძმას ერთი ქალიშვილი უყვარს. დავის გადასაწყვეტად, ძველი ადათის თანახმად, საპატარძლოსთვის განსაკუთრებული საჩუქრის საძებნელად გაეშურებიან. უმცროსი ძმა, ბაჰადური დაღესტანს მოივლის, ბევრ ხიფათს გაუმკლავდება და უხუცესთა წინაშე სატრფოსთვის მისართმევი უცნაური საჩუქრით წარსდგება - ეს არის მშვენიერი მოთხრობა მშობლიური დაღესტნის მკვიდრთა და ზნე–ჩვეულებათა შესახებ. ვაჟი საპატარძლოსაც ასიამოვნებს და თანასოფლელებსაც. ბაჰადური ქალს ცოლად შეირთავს და ვაჟი შეეძინება.