დაიბადა 1925 წლის 3 მარტს, სოფელ ღანირში (სამტრედიის რაიონი). 1947 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი პედაგოგ დ. ალექსიძის ხელმძღვანელობით.1948 წლიდან მოღვაწეობა დაიწყო შ. რუსთაველის სახ. აკადემიურ თეატრში, მისი დებიუტი შედგა კომედიური ჟანრის სპექტაკლში.1942–1943 წლებში იყო საქართველოს რადიოს დიქტორი და კომენტატორი. იგი იყო ქართული სპორტული რეპორტაჟების პიონერი, პრინციპულად მიყავდა მხოლოდ ფეხბურთის გადაცემები. მას მიჰყავდა თბილისის "დინამოს" ფეხბურთელთა გუნდის ისტორიული თამაშის რეპორტაჟი – 1964 წელს (კოტე მახარაძესთან ერთად) "დინამო" გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. კინოში მისი მოღვაწეობა დაიწყო 1958 წლიდან. საქართველოს სახალხო არტისტი (1961).