ნანი შემთხვევით ნაპოვნ უბის წიგნაკში მოქალაქეთა გვარებს ამოიკითხავს, რომლებსაც სხვადასხვა ხერხით მოკვლას უპირებენ. ჩანაწერების ნახვის შემდეგ ქალიშვილს მილიციიდან სიცილით გაისტუმრებენ, თუმცა მიამიტი ქალიშვილი დარწმუნებულია, რომ ბოროტმოქმედის გეგმა აღმოაჩინა. იგი აღწერილ პიროვნებათა ადგილსამყოფელს დაადგენს და თითოეულ მათგანს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ შეატყობინებს. ყველა შეშფოთდება, მაგრამ მალე ჩანაწერების ავტორი გამოჩნდება და მილიციას აუხსნის, რომ წიგნაკში დეტექტიური რომანის გამოგონილი პერსონაჟების გვარებია ჩამოწერილი.