დაიბადა 1931 წლის 20 თებერვალს ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში. 1948 წელს დაამთავრა ქ. ბორჯომის პირველი საშ. სკოლა ვერცხლის მედალზე. 1948-53 წ.წ. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დაამთავრების შემდეგ 1953-57 წ.წ. სწავლობდა ასპირანტურაში ენათმეცნიერების განხრით, ვარლამ თოფურიას ხელმძღვანელობით. სწავლის დამთავრების შემდეგ (1957 წლიდან) სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკად. 1960 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე ”ფრაზეოლოგიური საკითხები”. წერდა და აქვეყნებდა ფელეტონებს. იყო მრავალი საგაზეთო პუბლიკაციის ავტორი, მოღვაწეობდა ჟურნალებში ”ნიანგი”, ”ცისკარი”, ”მნათობი”.