დაიბადა ჭიათურაში 1926 წლის 23 მარტს.1940–1942 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიასთან არსებულ ტექნიკუმში. პროფესიული განათლება მიიღო მოსკოვის ვლ. ნემიროვიჩ–დანჩენკოს სახელობის სკოლა ინტერნატში. მისი სასცენო მოღვაწეობა დაიწყო თბილისში 1944 წლიდან გამოდიოდა გრიბოედოვის თეატრის სცენაზე. 1948–1954 წლებში იყო კ. მარჯანიშვილის, ხოლო 1954 წლიდან კვლავ გრიბოედოვის თეატრში. 1971 წლიდან მუშაობს მოსკოვის პუშკინის სახელობის თეატრში. გამოდიოდა ლენინგრადის ლენკომისა და პუშკინის სახელობის თეატრებში. კინოში მოღვაწეობდა 1961 წლიდან. 1992 წლიდან გადავიდა ბიზნესში. საქართველოს სახალხო არტისტი (1966). მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა 2005 წლის 31 მაისს.