პეტერბურგელი იუნკერი ოლენინი კავკასიის სტანიცაში დაბანაკებულ პოლკში მსახურობს. მთიელთა ზნე-ჩვეულებებსა და კაზაკის ქალ მარინაზე შეყვარებული ახალგაზრდა სოფელში დარჩენას გადაწყვეტს, მარინას კაზაკი ლუკაშკა უყვარს. მთიელებთან შეტაკებისას ლუკაშკა იღუპება, მაგრამ მარინა ოლენინის სიყვარულზე უარს ამბობს. გულგატეხილი ოლენინი სტანიციდან მიემგზავრება.