დიაბადა 1951 წლის 19 აგვისტოს ქ. სარატოვში . 1972 წელს დაამთავრა ი.ა. სლონოვის სახელობის სარატოვის თეატრალური სასწავლებელი (დ. ლიადოვას სახელოსნო). 1972 წლიდან ეწევა აქტიურ სამსახიობო მოღვაწეობას უკრანისა და რუსეთის სხვადასხვა თეატრებში. უკრაინის დამსახურებული არტისტი (1974), რუსეთის სახალხო არტისტი (1996). ლენინური კომკავშირის პრემიის ლაურიატი (1974). პოპულარობა მოუტანეს როლებმა - პავლე კორჩაგინი ფილმში ”როგორ იწრთობოდა ფოლადი” და შარაპოვი ფილმში ”შეხვედრის ადგილის შეცვლა არ შეიძლება”.