ბოროდინოს ველზე ნაპოლეონის ჯართან შეტაკებაში მძიმედ დაჭრილ, საწოლს მიჯაჭვულ გენერალ პეტრე ბაგრატიონს საყვარელი მამიდა თავს დასტრიალებს. სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში სახელოვანი სარდალი განვლილი ცხოვრების გზას იხსენებს: ნიჭიერ ახალგაზრდას, რომელმაც სამხედრო სამსახური სერჟანტობით დაიწყო და ბრწყინვალე კარიერა შეიქმნა, პირად ცხოვრებაში ბედი არ სწყალობდა. ცნობა ნაპოლეონის მოსკოვში უბრძოლველად შესვლის შესახებ მომაკვდავ გენერალს ბოლოს მოუღებს.