დაიბადა 1969 წლის 3 იანვარს თბილისში. 1993 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის კინოსაოპერატორო ფაკულტეტი (ლევან პაატაშვილის სახელოსნო). ფილმი "არა მეგობარო" – მისი სარეჟისორო დებიუტია. მიღებული აქვს გრან–პრი და პროტესტანტული ჟიურის სპეციალური პრიზი ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე (გერმანია 1993); ჟიურის სპეციალური პრიზი საერთაშორისო კინო ფესტივალზე "მოლოდისტ" (კიევი 1993); მიღებული აქვს სხვადასხვა ფესტივალების ჟიურის სპეციალური დიპლომები (1993, 1997, 1998).