პირველ ნოველაში დედ-მამით დაობლებულ ნოდარს საცხოვრებლად ხან ერთი ბებია, ხან მეორე ბაბუა ეპატიჟება. გული რომ არ დაწყვიტოს და შვილების დაკარგვის ტკივილი შეუმსუბუქოს, ნოდარი მორჩილად ასრულებს მოხუცების ნებას; მისთვის ორივე კერა მშობლიურია.
მეორე ნოველა საქართველოს ზღვისპირა ქალაქში გაზრდილი ბერძენი ბიჭის, იანგულის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც მშობლებთან ერთად საბერძნეთში მიემგზავრება საცხოვრებლად. იანგული საყვარელ ქალაქთან და მეგობრებთან განშორებას ვერ შეეგუება და გემბანიდან გადმოხტება. ნაპირი შორს აღმოჩნდება, დაღუპულ იანგულს ზღვა მშობლიური ქალაქის ნაპირთან გამორიყავს.