დაიბადა 1908 წლის 18 სექტემბერს ლანჩხუთში. თბილისის მე-15 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1933-1935 წლებში სწავლობდა რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ლანჩხუთის კლუბის გამგედ (1028-1932), ლანჩხუთის სოიუზპეჩატის განყოფილების გამგედ (1933-1934). შემდგომ მსახიობად ლანჩხუთის (1936-1937) და ზუგდიდის (1937-1938) თეატრებში.
იყო ლანჩხუთის თეატრის რეჟისორი (1938-1945), აბაშის (1945-1947) და ლანჩხუთის (1947-1949) თეატრების დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. 1949 წლიდან დაინიშნა ლანჩხუთის კულტურის სახლის დირექტორად. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961).