ეპისკოპოსმა თადეოზ მღვდლის დასჯა გადაწყვიტა, რომელიც ნადირობის და თევზაობის გამო წირვაზე ხშირად იგვიანებდა. ახალი ეკლესიის საკურთხებლად მიმავალ ეპისკოპოსს ბუჩქებიდან კურდღელი გამოუხტა. ნადირობის ჟინით ატაცებულმა ანაფორა გაიხადა, ჯორიდან ჩამოხტა და კურდღელს ჩირგვებში გაეკიდა. როცა გამოერკვა, დარცხვენილმა ნადირობის სიყვარული თადეოზ მღვდელსაც შეუნდო.