დაიბადა 1908 წლის 21 მაისს ქ. ბაქოში. დაამთავრა ქუთაისის ინდუსტრიული ტექნიკუმი. შემდგომ წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო ინდუსტრიულ ინსტიტუტში. 1931-1932 წლებში მოღვაწეობდა ქუთაისის პროფკავშირების თეატრში. სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა ფოთის (1933-1934), მესტიის (1934-35), სიღნაღის (1935-1936), ბაქოს ქართულ (1936-1937), ბორჯომის (1937-1938), ხაშურის (1938-1941) თეატრებში. 1941 წლიდან მოღვაწეობდა გორის სახელმწიფო თეატრში. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1950). საქართველოს სახალხო არტისტი (1965).