ფუნიკულიორის ვაგონეტის გამცილებელი ვახო სპორტლოტოს ტირაჟის გათამაშების შედეგებს მოისმენს და მიხვდება, რომ ბილეთმა, რომლის შევსებაშიც სოფლელ ქალს დაეხმარა, სოლიდური თანხა მოიგო. დარწმუნებული, რომ ქალი მოგების შესახებ ვერ შეიტყობს, ვახო მის ძებნაში კახეთის სოფლებს მოივლის. "ბედნიერი ბილეთის" დევნაში არაერთ პატიოსან კახელს გლეხს გაიცნობს და დაუმეგობრდება. მათთან ურთიერთობა ვახოს შეცვლის. როდესაც ბოლოს და ბოლოს ქალს იპოვის, მის ნდობას მოიპოვებს და ქვასანაყში ჩაკუჭულ მომგებიან ბილეთს აღმოაჩენს, ცდუნების თავიდან ასაცილებლად ბილეთს დახევს.