დაიბადა 1966 წლის 13 თებერვალს, ქ. თბილისში. 1982 წელს დაამთავრა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია. 1986 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (გიზო ჟორდანიას სახელოსნო), მოღვაწეობდა მოზარდმაყურებელთა თეატრში, გაზეთ "დრონში", ტელევიზია "თამარიონში".