დაიბადა 1922 წლის 25 მარტს. 1945 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (პროფესორ გიორგი ტოვსტონოგოვის კლასი). 1946-1972 წლებში სხვადასხვა დროს იყო მოზარდ მაყურებელთა თეატრის, მარჯანიშვილის თეატრის და რუსთაველის თეატრის დამდგმელი რეჟისორი, გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის სანკულტურის თეატრის მთავარი რეჟისორი. 1945 წლიდან პარალელურად მოღვაწეობდა თეატრალურ უნივერსიტეტში. იყო პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი.