1905 წლის რევოლუციის შემდგომი პერიოდი. ქვეყნად რეაქციული ძალები დათარეშობენ, პროგრესსა და თავისუფალ სულს ებრძვიან, მოაზროვნეებსა და პატრიოტებს სპობენ. ადამიანებს ჩიხიდან თავის დაღწევა უნდათ, მაგრამ შიშით დათრგუნულებს წინააღმდეგობის გაწევა არ შუძლიათ – მუდამ ვიღაც მხსნელის მოლოდინში არიან. ამიტომაც არის, რომ ხალხური სიმღერების შესაკრებად ჩასულ ახალგაზრდა კომპოზიტორს, ნიკუშას, შეთქმულების ორგანიზატორად მიიჩნევენ. ნიკუშა და მისი თანამგზავრი ლეკო თათაშელი მოვლენების ცენტრში აღმოჩნდებიან. ლეკო არარსებულ დანაშაულს დაიბრალებს და თავს ჩამოიხრჩობს, "განათლებულებს" ანუ ინტელიგენციას ერთად შეყრიან და დახვრეტენ.