დაიბადა თბილისში 1947 წლის 19 სექტემბერს. 1965 წელს დაამთავრა თბილისის 67-ე საშუალო სკოლა. 1970 წელს შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის მოსწავლეთა სასახლის დრამატული წრის პედაგოგად (1970-72), საქართველოს ტელე რადიომაუწყებლობის სახ. კომიტეტში რეჟისორის ასისტენტად (1972-74), მარჯანიშვილის თეატრის მსახიობად (1974), თბილისის მოსწ. სასახლის დრამწრის ხელმძღვანელად (1975-78), ხოლო 1975 წლიდან მეტეხის თეატრის მსახიობად. 1983 წელს მიენიჭა საქ. თეტრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემია თანამედროვე თემაზე შექმნილი საუკეთესო როლისათვის.