ახალგაზრდების სულიერმა სიცარიელემ, ადამიანთა გულგრილობამ უსასტიკეს შედგამდე მიიყვანა ფილმის გმირები. წაგებული სანაძლეოთი დაწყებული კონფლიქტი ახალგაზრდა კაცის ტრაგიკული აღსასრულით მთავრდება.
ფესტივალები და პრიზები:
1985
სატელევიზიო და სადიპლომო ფილმების საკავშირო ფესტივალის "ამირანი – 85" მთავარი პრიზი. თბილისი
1987
პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის XIV საერთაშორისო კინოფესტივალზე – "ახალგაზრდობა და ფილმები", ქ. კოშალინი (პოლონეთი)
1987
XI საერთაშორისო კინოფესტივალის ვერცხლის პრიზი "ლეოპოლდის ვერცხლის თვალი". ქ. ლოკარნო, შვეიცარია
1987
სატელევიზიო ფილმების XII საკავშირო ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი და პრემია. ქ. მინსკი