დაიბადა 1958 წლის 1 აგვისტოს ქ. იანგიაბადში (უზბეკეთი). 1973-77 წ.წ. სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, 1977-83 წ.წ. - სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის კინო-ტელე მხატვრობის სპეციალობაზე (დიმიტრი თაყაიშვილის სახელოსნო), 1984-87 წ.წ. - გრაფიკის შემოქმედებით სახელოსნოში (გოგი თოთიბაძის სახელოსნო). კინოში მოღვაწეობს 1984 წლიდან.