ფილმი ეძღვნება თუმანიშვილების საოჯახო მუსიკალურ-თოჯინურ თეატრს. ცნობილმა ეკოლოგმა და საზოგადო მოღვაწემ გივი თუმანიშვილმა, თავის დასთან, კონსერვატორიის პროფესორ ქეთევან თუმანიშვილთან, ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად აღადგინა 10 წლის განმავლობაში უმოქმედო ეს თეატრი და საპრემიეროდ შეარჩია მოცარტის ოპერა ”მოტაცება სერალიდან”.