დაიბადა 1955 წლის 15 თებერვალს ქ. ერევანში. 1973–79 წლებში მუშაობდა ერევნის სხვადასხვა დაწესებულებაში მდივნად, აღმრიცხველად, ფილმოტეკაში კინოპროგრამების შემდგენელად; 1984–86 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარად; 1986 წლიდან 2006 წლამდე კომპანია „ქართულ ტელეფილმში“ ჯერ ადმინისტრატორად, შემდეგ კი 1994 წლიდან ფილმის დირექტორად.