თბილისი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. უკიდურეს მატერიალურ გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანებისთვის ფულის შოვნა მთავარ მიზნად იქცა: რეჟისორი სახლს აფხაზეთიდან დევნილებზე აქირავებს, პროფესორი ჯიხურში ვაჭრობს, ვაჭარი პარლამენტში ზის, ბავშვები ქურდობენ, სხვები ვითარებით სარგებლობენ... ახალგაზრდა რეჟისორი ამაოდ ცდილობს საკუთარი სცენარით ფილმის გადაღებას – ხელოვნება აღარავის სჭირდება.