დაიბადა 1953 წლის 17 მაისს თბილისში. 1975 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგია–გეოფიზიკის ფაკულტეტი. 1985 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის კინოსარეჟისორო და სასცენარო კურსები. 1976–1977 წლებში მუშაობდა საქპროექტში გეოლოგად. 1977–1980 წლებში მშენებლობაზე ინჟინრად. 1980–1982 წლებში გორკის სახელობის კინოსტუდიაში რეჟისორის ასისტენტად. 1985 წლიდან კინოსტუდია "ქართულ ფილმში" დამდგმელ რეჟისორად. იყო რუსეთის და ევროპის კინოხელოვნების აკადემიების აკადემიკოსი. ამერიკის კინოაკადემიის წევრობის კანდიდატი. მიღებული აქვს 15–მდე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი და პრემია. ლევან ზაქარეიშვილი გარდაიცვალა 2006 წლის 21 აგვისტოს, თბილისში.