თბილისელი გია ბარბაქაძისთვის, ზოგიერთი თანატოლის მსგავსად, თვითდამკვიდრების სარბიელს კრიმინალური სამყარო წარმოადგენს. ნარკოტიკების შოვნასა და რეალიზაციაში გაბმული, თავად ნარკომანი გია, შუა აზიის ნარკომაფიის მამამთავრად იქცევა, კარგავს მეგობრებს, ახლობლებს, ირღვევა ადამიანური ურთიერთობები. ახალგაზრდა კაცის აზრდაკარგული ცხოვრება ტრაგიკულ დასასრულამდე მიდის.