ფილმი მოგვითხრობს ქართველების როლზე ვაზისა და ღვინის კულტურის შექმნასა და ჩამოყალიბებაში.
ღვინით სავსე თიხის ჯამში ყურძნის წიპწა ტივტივებს.
"აი, აქედან იწყება ცივილიზაცია.
-არა გჯერათ?
ყოველდღე დედამიწის ექვსი მილიარდი მოსახლეობიდან ერთი მილიარდი მაინც სვავს ღვინოს და არა მგონია მათ იცოდნენ თუ ვინ, როდის და სად შექმნა ეს ღვთიური სითხე" - ფილმის ავტორი.