დაიბადა 1976 წლის 28 ივლისს თბილისში. 1993–1998 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში, კინორეჟისორის სპეციალობაზე. 2001 წელს დაამთავრა პერუჯის (იტალია) ენის ფაკულტეტი უცხოელებისათვის. 2002 წელს – რომის (იტალია) ნაციონალური კინოსკოლის კინორეჟისურის კურსი. 1996–1998 წლებში იყო დამოუკიდებელი ტელეკომპანია ტვ–4, რეჟისორი და ოპერატორი; 2000 წლიდან სახელმწიფო ტელერადიო კომპანია პირველი არხზე, რეჟისორი და ოპერატორია გადაცემისა "თბილისი და თბილისელები"; 2003 წლიდან საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, კინოფაკულტეტზე კიტხულობს ლექციებს. 2004 წელს ტელეკომპანია "იმედი", გადაცემა "არ იდარდო", რეჟისორია; 2006 წელს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელზე. ტელევიქტორინა "პერსპექტივა"–ს და გადაცემა "სასამართლო დარბაზი" –ს რეჟისორია.
1998 წლიდან იგი არის მართლმადიდებლური და სლავური ქვეყნების კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, 2002–დან საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.
მიღებული აქვს პრიზები: წმინდა ანას სახელობის II პრემია – მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალი (1998) ; "ოქროს რაინდი" – ქრისტიანული და მართლმადიდებლური ქვეყნების VII საერთაშორისო ფესტივალი (1998, კიევი); პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის – ნიუ–იორკის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი (2003).