შეყვარებული ბიჭი თავის მეგობრებთან ერთად მსუბუქი მანქანით გოგოს მოსატაცებლად მიდის. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელიც კი არ იცის, იმედი აქვს, რომ გოგონა მას შეიყვარებს და ცოლად გაყვება. მოულოდნელად ირკვევა, რომ მოტაცებული ქალი გათხოვილია და უკვე ორი შვილის დედაა. მეგობრების წინაშე უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი "შეყვარებული" თავისას არ იშლის და სთხოვს ქალს, მიატოვოს ყველაფერი და მას გაყვეს ცოლად. უცნაური თავგადასავლების შემდეგ გამტაცებლები ქალს სახლში აბრუნებენ.