ორი მეგობარი ერთმანეთს პრობლემის შესახებ სასაუბროდ ხვდება. ისინი უნარშეზღუდულ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების გზებს ეძებენ. მათი საუბრის ფონზე ფილმში რეალური პერსონაჟები ჩნდებიან - ადამიანები, რომლებმაც უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად საზოგადოებაში ინტეგრირება შეძლეს. ფილმის ბოლოს მეგობრები გზას მიუყვებიან და მხოლოდ ახლა ვხვდებით, რომ პრობლემა, რომელზეც ისინი მთელი ფილმის მანძილზე ბჭობდნენ, უშუალოდ მათი პრობლემაც არის.