ადრე დაქვრივებული ნიკა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წინაპართა სამემკვიდრეო მამულს დაიბრუნებს და იქ უნარშეზღუდული ბავშვებისთვის, ისეთებისთვის, როგორიც მისი ქალიშვილია, სკოლას მოაწყობს. სიყვარულსა და სიკეთეზე დაფუძნებული სკოლა მალე გასაოცარ შედეგს იძლევა, მაგრამ გლეხები, რომლებსაც მითვისებული ჰქონდათ ნიკას წინაპრების მამული, "იდიოტების" სოფლიდან გაძევებას მოითხოვენ. ნიკა იძულებული ხდება სკოლის დასაცავად ხელში იარაღი აიღოს.