დაიბადა 1964 წლის 20 ოქტომბერს. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1986 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. მიღებული აქვს სახელმწიფო პრემია (1996), ლადო მესხიშვილის სახელობის პრემია (2010). თეატრალურმა საზოგადოებამ ხუთგზის დააჯილდოვა, როგორც წლის საუკეთესო მსახიობი. ასევე მიღებული აქვს “ოქროს ნიღაბი” მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის (ბაჩას, “მერე რა, რომ სველია სველი აისამანი”) რუსთავის საერთაშორისო ფესტივალზე.