ფილმი ცნობიერების ნაკადის მეთოდით არის გადაღებული და საქართველოს 1992-2003 წლების მოვლენებს ასახავს. ომი უბედურებაა ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. იგი, უპირველეს ყოვლისა, სულიერებას ანადგურებს. ფილმის გმირები, შემოქმედებითი ადამიანები აცხადებენ, რომ ომი მათი საქმე არ არის, მაგრამ ტრაგიკული მოვლენები მათ ცხოვრებას გვერდს არ აუვლის. ისინი ბრმა ტყვიის მსხვერპლნი ხდებიან.