დაიბადა თბილისში 1925 წლის 4 იანვარს. 1947 წელს დაამთავრა თბილისის კინოსტუდიასთან არსებული კინოსამსახიობო სკოლა, ხოლო 1953 წელს თბილისის შ. რუსთაველის სახ. თეატრალური ინსტიტუტი. 1946-1950 წლებში იყო თბილისის კინოსტუდიის მსახიობი. 1948-1964 წლებში მუშაობდა კ. მარჯანიშვილის სახ. აკ. თეატრში, ხოლო 1964 წლიდან არის შ. რუსთაველის სახ. აკ თეატრის მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1967).