სოფლის თავკაცის ანუ "კითხულის" მოვალეობა მემკვიდრეობით გადაეცემა. ღვიძლი შვილის გარდა კითხულს შვილობილიც ჰყავს, რომელიც ბერებთან სასულიერო ცხოვრებისთვის არის გამწესებული. სოფლის მართვის სადავეს გაურკვეველი წარმომავლობის ხიზანი ჩაიგდებს ხელში და ხალხზე გაბატონდება. ავი ჟამი დადგება. კითხულის ვაჟი და გაზრდილი – ერი და ბერი – უცხოს შეუტევენ, სოფელს გაათავისუფლებენ, თვითონ კი ბოროტებასთან ბრძოლას შეეწირებიან.