დაიბადა 1942 წლის 8 თებერვალს თბილისში. 1967 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1967-1969 წლებში მუშაობდა ახალციხის სახელმწიფო თეატრში მსახიობად. 1971–1975 წლებში მუშაობა განაგრძო რკინიგზელთა სახლში არსებულ კინომოყვარულთა სტუდიაში. 1975–1977 წლებში ხელმძღვანელობდა პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში არსებულ მხატვრული კითხვის წრეს. 1977–1981 წლებში სწავლობდა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე ( ეფიმ ძიგანის სახელოსნო), რომელშიც სერგეი გერასიმოვის რეკომენდაციით მეორე კურსზე დასვეს. 1981-2001წლებში მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის თანამდებობაზე.