სასტუმროში დაბინავებული მარტოხელა მამაკაცი სანაპიროზე ბიჭს გაიცნობს. კაცთან მეგობრობა მეოცნებე ბიჭისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა შეიტყობს, რომ მამაკაცს მის ავადმყოფ დედასთან გაუბამს ურთიერთობა, მის თვალში სამყარო შავი ფერით შეიმოსება. კაცი ბიჭს უნიჩბო ნავში ჩასვამს და მის ბედს ტალღებს მიანდობს.