ფილმის სათაურის გრაფიკული მხარე, უკიდურესად ურთიერთსაპირისპირო, დადებითისა და უარყოფითი ძალების მარადიულ მონაცვლეობას, მათი დაპირისპირებისა და ერთიანობის კონცეფციას ემსახურება. სადაც კაცობრიობის მიერ დაგლეჯილი დრო იდუმალ სიცხადედ იქცევა; ფილმი წარმოადგენს ცდას – ადამიანის ცნობიერების, კრისტალური გულისა და სულის გაღვიძებისა, ფასეულობათა გადაფასებისა, იმ სიძნელეთა დაძლევისა, რომელიც არსებობს როგორც ცოდვის შედეგად დაცემულ ქვეყნიერებაში – მატერიალურ სამყაროში, ასევე სულიერ არსებათა დასებში, რომელიც წარმართავს ისტორიულ პროცესს.