დაიბადა ქ. თბილისში 1962 წლის 9 აგვისტოს. 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დეკორატიულ–გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი. 1987 წლიდან მუშაობს კ/ს "ქართულ ფილმში". 1993-96 წ.წ. მოღვაწეობდა თურქეთში (სტამბული), ხოლო 1996–98 წ.წ. გერმანიაში (ნიურნბერგი). მოწყობილი აქვს პერსონალური გამოფენები, მისი ფერწერული ნამუშევრები ინახება საქართველოსა და უცხოეთის კერძო კოლექციებში.