გასული საუკუნის დასაწყისში ბედის საძებნელად საფრანგეთში გადახვეწილმა გიორგი ზაქარეიშვილმა სამშობლოში დაბრუნების ოცნება საფლავში თან ჩაიტანა. ბევრს ეცადა, მაგრამ ღარიბსა და უთვისტომოს ყველგან ხელი მოეცარა, მძღოლობას ვერ გასცდა. ბოლოს ფრანგ გოგონაზე დაქორწინდა და სამუდამოდ პარიზში დასახლდა. სამშობლოს ნოსტალგია არასდროს განელებია. გიორგის გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილიშვილმა ბაბუის ფერფლი მშობლიურ სოფელში ჩაიტანა.