ლეკებმა ქართველი თავადის ბედნიერ ოჯახს ერთადერთი შვილი, პატარა ქეთო მოსტაცეს. მშობლებმა დაკარგულ ქალიშვილს წლების შემდეგ მიაგნეს, დაიბრუნეს, მაგრამ გაუცხოებულ ქეთოს წარსული ვეღარ გაახსენეს. მხოლოდ დედის ნამღერმა იავნანამ აპოვნინა მას კვლავ სამშობლო, მშობლიური ენა, დედ-მამა და საკუთარი თავი.