დაიბადა ქ. თბილისში 1959 წლის 23 მარტს. 1975 წელს დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებლის საგუნდო სადირიჟორო განყოფილება, 1981 წელს - მოსკოვის კონსერვატორიის საკომპოზიციო განყოფილება, 1983 წელს - ასპირანტურა. 1989 წელს იწყებს მოღვაწეობს დირიჟორად თბილისის სხვადასხვა მუსიკალურ დაწესებულებებში, მათ შორის ოპერისა და ბალეტის თეატრში. 2002 წლიდან არის ჯანსუღ კახიძის სახ. თბილისის მუსიკალური ცენტრის პრეზიდენტი და სამხატვრო ხელმძღვანელი, და თბილისის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი.