ფილმი-ალეგორია. მწყემს ბიჭს ბესამეს ბედი გაუღიმებს, მოხუცი მაესტროს დახმარებით კონსერვატორიის სტუდენტი გახდება და ფლეიტაზე დაკვრის სწავლას დაიწყებს. მაესტროს წესიერებით თავმობეზრებული მთავარმართებელი და სხვა შურიანები მოხუცის თავიდან მოშორებას გადაწყვეტენ, ბესამეს კი ცხოვრების დაუნდობელი წესების შესასწავლად გამოსასწორებელ კარცერში გამოამწყვდევენ. აქ მას წამებით სულს გაუუხეშებენ, მუსიკას დაავიწყებენ, ფულს შეაჩვევენ, მძლეთამძლე ცხოველად აქცევენ. ბესამეს მეტამორფოზა თვით მოძალადეებსაც კი შეაშინებს – მას ხელში ბრახუნა დოლს შეაჩეჩებენ და ქალაქის გამღვიძებლად დანიშნავენ. ყმაწვილს ისევ მაესტრო იხსნის – ფლეიტის ხმა ბესამეს მთელ სიბინძურეს ჩამორეცხს, სიყვარულსა და თავისუფლებას დაუბრუნებს.