სატვირთო მანქანით მიმავალი ვაჟა, იგივე ფხინკო, გზად მოჩხუბრებს გადაეყრება. ნაცემ ახალგაზრდას თავდამსხმელებისგან იხსნის, სოფელში ჩაიყვანს და სამუშაოდ აგურის ქარხანაში მოაწყობს. მალე ჯანო ქარხნიდან აგურს მოიპარავს და მიიმალება. ფხინკო მის არაერთ სხვა თაღლითობასაც შეიტყობს. ჯანოს კვალის ძებნაში ვაჟა ობოლ გოგონას გაიცნობს, ცოლობას შესთავაზებს და თბილისში შეხვედრაზე დაითანხმებს. ფხინკო ჯანოს ნამდვილ ვინაობას დაადგენს, კახეთში ჩააკითხავს და გალახავს. ჯანო-რობერტის ცემისთვის დაპატიმრებული ფხინკო მილიციის თანამშრომლებს სთხოვს, მცირე ხნით თბილისში გაუშვან. მილიციელები, რომლებმაც კარგად იციან თაღლითი რობერტის საქმეები, ფხინკოს თბილისში პაემანის ადგილას ჩაიყვანენ და საცოლესთან შეხვედრის საშუალებას მისცემენ.