დაიბადა 1968 წლის 22 აპრილს. 1989 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2003 წელს ამავე უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტი (პედაგოგები ლილი იოსელიანი, გიგა ლორთქიფანიძე). 1989-1996 წლებში იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, 1996-2000 წლებში ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.2000 – 2003 წლებში იყო ვერიკო ანჯაფარიძისა და მერაბ კოსტავას სახელობის თეატრების დამდგმელი რეჟისორი. არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი. ასევ ახორციელებს ცალკეულ დადგმებს საქართველოს სხვადასხვა თეატრებში.