მთიელი ვეფხია ხალიბაური ფოლადის დნობის შესასწავლად სხვა ახალგაზრდებთან ერთად ურალში მიემგზავრება, სადაც პროფესიასთან ერთად მეგობრებსაც შეიძენს. სამი წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული ვეფხია მოუთმენლად ელის ლელასთან შეხვედრას, მაგრამ შეიტყობს, რომ ლელა თანასოფლელ მგელიკას გაყოლია ცოლად. გულგატეხილ ვეფხიას მეგობრები დაარწმუნებენ, რომ ლელა მოტყუებით გაათხოვეს და ერთი დღეც არ უცხოვრია ქმართან. ვეფხია და ლელა დაქორწინდებიან.