დაიბადა ქალაქ ლუგანსკში (უკრაინა) 1927 წლის 20 აპრილს. 1950 წელს დაამთავრა მ. შჩეპკინის სახ. თეატრალური სასწავლებელი. 1944-1956 წლებში იყო ლუგანსკის და თბილისის თეატრების მსახიობი. 1956 წლიდან კიევის ლესია უკრაინკას სახ. რუსული დრამატული თეატრის, ხოლო 1959 წლიდან ლენინგრადის მ. გორკის სახ, დრამატული თეატრის მსახიობი. რუსეთის დამსახურებული არტისტი (1965).