ატლანტიკის ოკეანეში საიდუმლო ვითარებაში იღუპება საბჭოთა თბომავალი "არქტიკა", ამავე დროს წყნარ ოკეანეში იღუპება ფრანგული გემი "ვიქტორია". გემების დაღუპვის მიზეზების გამოსაკვლევად ლენინგრადიდან ექსპედიციაში მიდის წყალქვეშა ნავი "პიონერი". ეკიპაჟის შემადგენლობაში შეპარული ჯაშუში ცდილობს ხელი შეუშალოს ექსპედიციას დაღუპული გემების საიდუმლოს გახსნაში. ჩაძირული გემის გამოსაკვლევად წყალქვეშა ნავით ოკეანის ფსკერზე ინჟინერი გორელოვი და ზემდეგი სკვორეშნია ჩაეშვებიან. ამავე დროს ოკეანეში ეშვება იხტიოლოგ ლორთქიფანიძის ბატისფერო. გორელოვი ჯაშუში აღმოჩნდება, ის სკვორეშნიას თავიდან მოშორებას ცდილობს, მაგრამ ლორთქიფანიძის დახმარებით სკვორეშნია გადარჩება და ჯაშუშს შეიპყრობს. ექსპედიცია კუნძულზე მაგნიტური ნაღმების მიწისქვეშა ქარხანას აღმოაჩენს.