ორფეოსისა და ევრიდიკეს მითის თანამედროვე გააზრებით ფილმი სიკვდილ-სიცოცხლის, ერთგულებისა და ღალატის მარადიულ თემებს ეხება. ფილმის სხვა გმირებთან ერთად ევრიდიკე და ორფეოსი რკინიგზის სადგურის ბაქანზე ხვდებიან. მათ შორის არის სიკვდილიც, რომელიც ევრიდიკეს დაღუპავს. ორფეოსი ამაოდ ცდილობს ევრიდიკეს სიკვდილის საუფლოდან დახსნას. ბაქანზე განუწყვეტლივ ისმის მატარებლის ხმა – ეს სიმბოლური მინიშნებაა ცხოვრების მატარებელზე, რომელშიც ფილმის ვერც ერთი გმირი ვერ მოხვდა.