დაიბადა 1958 წლის 11 მარტს ქ. თბილისში. 1975 წელს დაამთავრა თბილისის 160-ე საშ.სკოლა. 1979 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო). 1979-1996 წლებში მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. 1984 წლიდან იგი არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯერ სასცენო მეტყველების, შემდეგ მსახიობის ოსტატობის პედაგოგი (დოცენტი). 2003 წლიდან გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორია. კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (2003).